რეზონანსი
16.12.2023

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ამ ისტორიულ მოვლენას - კანდიდატის სტატუსის მიღებას საფუძველი ჩაუყარა სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მუშაობამ.

„ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და დღეს უკვე კანდიდატის სტატუსი - ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ეს არის ისტორიული მოვლენა და ეს უნდა უხაროდეს ყველას, ვისაც სურს, რომ საქართველო იყოს ევროპის ნაწილი. ამის გადაფარვა ვერანაირი ძალისხმევით ვერ მოხდება, ვინაიდან ეს არის თარიღი, რომელიც აუცილებლად ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

14 დეკემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×