რეზონანსი
15.12.2023

უკრაინაში მებრძოლი, ქართული ლეგიონის წევრი, მამუკა მამულაშვილის თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ტყუილად არ ჩაუვლია. ამის შესახებ მან პოლიტმეტრთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ძალიან გახარებულები არიან ბიჭები, პირველ რიგში, იმიტომ, რომ აქ არის ყველა იდეოლოგი, ყველა არის ადამიანი, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციის გზით სიარულის იდეითაა შეპყრობილი. ყველა ძალიან მოტივირებულია ამით, იმიტომ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ხელისშემშლელი პირობების, საქართველო მაინც მიდის სწორედ იმ პროევროპულ ჭრილში, რომელშიც ჩვენ გვინდა, რომ საქართველო დარჩეს.

ეს (ჩვენთვის) ნიშნავს, რომ ნებისმიერის შეწირულ სიცოცხლეს, საქართველოსა და უკრაინის ერთიანობისა და დამოუკიდებლობის იდეას, ტყუილად არ აქვს ჩავლილი. მებრძოლებმა ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს, თუნდაც ერთი ან მეორე ქვეყნის ამ გზით სიარულში", - განაცხადა მან.

14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×