რეზონანსი
13.12.2023

თამარაშვილის ქუჩასა და მდინარე ვერეს შორის, გაერთიანება „სამთო ქიმიასა“ და „საქჰიდროენერგომშენის“ მშენებარე სახლის მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან, აღნიშნული პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაზე თანხმობა 2023 წლის ნოემბერში გაიცა.

პროექტის დამკვეთს შპს „იქსორი თამარაშვილზე“ წარმოადგენს, რომელსაც დაგეგმილი აქვს, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელშიც გათვალისწინებულია შემდეგი ფუნქციური სახეობების განვითარება: საცხოვრებელი; სასტუმრო; კომერციული; საზოგადოებრივი თავშეყრის; გასართობი; სპორტულ-გამაჯანსაღებელი და აღნიშნული სახეობებისთვის საჭირო დამხმარე ფუნქციების განვითარება.

გეგმის თანახმად, საპროექტო ტერიტორიის ფართობია 10 841 კვ.მ; საიდანაც 1 100 კვ.მ უკავია საჯარო სარგებლობის კეთილმოწყობილ რეკრეაციულ სივრცეს და მხოლოდ 8 600 კვ.მ-ზე ხდება დაგეგმილი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა.

„სამი კოშკისგან შემდგარი მრავალფუნქციურ კომპლექსში, საცხოვრებელი სექტორის ჯამური ფართობი თავმოყრილია (A და B კოშკებში) და შეადგენს საპროექტო მოცულობის 85%. პირველადი მონაცემებით საპროექტო მოცულობების სიმაღლეები მერყეობს 80 მეტრიდან -190 მეტრამდე.

სამივე კოშკის გამაერთიანებელი, მრავალდონიანი, ნაწილობრივ მიწისქვეშა სივრცე დაეთმობა კომერციულ და ავტოსადგომებისთვის განკუთვნილ სექტორს - რომელშიც გარკვეული თანაფარდობით გადანაწილდება სასტუმროს მართვის; საოფისე და კომერციული დანიშნულების ფუნქციური სახეობები). გამაერთიანებელ სივრცეში მიწისპირა და -1 სართულზე სავარაუდოთ განთავსდება საოფისე და კომერციული სახეობები. ხოლო -2-დან -7 სართულის ჩათვლით მოეწყობა მიწისქეშა ავტოსადგომი.

საოფისე და კომერციული ფუნქციის თავმოყრა მოხდება ძირითადად A და B კოშკებში და ნაწილობრივ მიწისქვეშა სივრცის პირველ დონეზე. ხოლო სასტუმრო-საოფისე ფუნქცია განთავსდება D ბლოკში,“- აღნიშნულია განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×