რეზონანსი
13.12.2023

უნგრეთი მზადაა, მოხსნას ვეტო ევროკავშირის მიერ შემუშავებულ უკრაინის დაფინანსების საკითხიდან, თუ ბუდაპეშტი ევროკავშირის მიერ „გაყინულ“ თანხებზე სრულ წვდომას მიიღებს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკურმა მრჩეველმა ბალაშ ორბანმა Bloomberg-ს განუცხადა.

„ევროკავშირის მხრიდან უნგრეთის დაფინანსება და უკრაინის დაფინანსება ორი სხვადასხვა საკითხია. თუმცა, თუ ევროკავშირი ამბობს, რომ უკრაინის დაფინანსება ევროკავშირის განახლებული ბიუჯეტიდან უნდა ხდებოდეს, ეს ორი საკითხი ერთმანეთთან დაკავშირებული ხდება“, - აღნიშნა ბალაშ ორბანმა.

მისივე თქმით, უნგრეთი კვლავ ეწინააღმდეგება ოთხწლიანი დახმარების გეგმას და უპირატესობას ანიჭებს ერთი წლით უკრაინის დაფინანსების დამტკიცებას, ბიუჯეტში ყოველგვარი ცვლილებების შეტანის გარეშე.

გასული წლის დეკემბერში ევროკავშირმა უნგრეთისთვის გამოყოფილი 22 მილიარდი ევრო დაბლოკა, მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა ჩათვალა, რომ უნგრეთი კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის წესებს არ იცავს. ამასთან ერთად, როგორც The Guardian-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, 12 დეკემბერს ევროკომისია უნგრეთს „გაყინული“ თანხებიდან 10 მილიარდ ევროს გამოუყოფს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×