რეზონანსი
13.12.2023

გიორგი გახარიასთვის კოკაინშიკობის დაბრალების იდეა, დიდი ალბათობით, სწორედ მოშე კლუგჰაფტისგან მოდიოდა - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ბუჩუკურის თქმით, ისრაელიდან კლუგჰაფტის ჩამოყვანა ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" წინასაარჩევნოდ ძალიან მძიმე და ამორალური კამპანიისთვის ემზადება.

მოშე ცნობილი არის, ზოგადად, განსაკუთრებული ამორალური იდეებით. ჩვენ, გახსოვთ 2021 წლეს გიორგი გახარიასთვის კოკაინშიკობის დაბრალების იდეა, დიდი ალბათობით, სწორედ მისგან მოდიოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, წინასაარჩევნო პერიოდი იქნება ძალიან მძიმე და ამორალური, მათ შორის, და მზად ვართ, გამოუშვით, ბიჭებო", - აღნიშნა ბუჩუკურმა.

გადამწყვეტი არჩევნების წინ "ქართული ოცნება“ ქვეყნაში  მოშე კლუგჰაფტს აბრუნებს. პოლიტ ტექნოლოგთან, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს თბილისი სისხლიანი ბანერებით ააჭრელა და არჩევნების დროს სიძლვილის ენას იყენებდა, "ოცნებამ" კონტრაქტი უკვე გააფორმა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×