რეზონანსი
13.12.2023

"რადიო თავისუფლების" პრაღის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ევროპულ მომავალზე ისაუბრა. ის  ამბობს, რომ სტატუსის ვერ მოპოვება ქართულ საზოგადოებაში უზარმაზარ იმედგაცრუებას გამოიწვევს. მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილება რუსეთს "უზარმაზარ კმაყოფილებას" მოუტანს.

მედია წერს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობით,  ნაკლებად კონფრონტაციული მიდგომა აქვს რუსეთის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ის აგრძელებს დასავლეთთან დაახლოებას. 

სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, "ოცნებამ" გააორმაგა მოსკოვთან შემგუებლური პოლიტიკა და ის, თუ როგორ უნდა მოიქცეს საქართველო რუსეთთან, ქვეყნის პოლიტიკაში ყველაზე მწვავე დაპირისპირება გახდა.

ჟურნალისტი იხსენებს, რომ ოქტომბერში ზურაბიშვილის წინააღმდეგ "ოცნებამ" იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო ევროკავშირის ქვეყნებში მისი ვიზიტების გამო. 

პრეზიდენტი ინტერვიუში ამბობს, რომ აპირებს საპრეზიდენტო ვადა დაასრულოს და ქვეყანაში პოლიტიკური კონსენსუსი დააბრუნოს. 

ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, მიიღებდა თუ არა რაიმე ფორმით საარჩევნო რბოლაში მონაწილეობას:

"თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მე განვიხილავ ყველაფერს", - ამბობს ზურაბიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×