რეზონანსი
11.12.2023

სიურპრიზები თუ არ მოგვიწყო საქართველოს „ყველაზე დიდმა მეგობარმა" ორბანმა, რომელიც სააკაშვილისა და ღარიბაშვილის საუკეთესო მეგობარია, ჩვენ კანდიდატის სტატუსი უკვე გვაქვს. სიურპრიზით შეიძლება, სტატუსის მინიჭება გადავადდეს, მაგრამ დროის დაკარგვის საშუალება არ გვაქვს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, არავის უნდა დაავიწყდეს, ქართველ ხალხს ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების პროცესში რამდენად დიდი წვლილი აქვს.

„მათ დასაკარგი დრო არ აქვთ, რომ ხელისუფლების მიზანმიმართული თუ უნებლიე წაბორძიკების გამო ქვეყანამ ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივა დაკარგოს. ხელისუფლებამ სამუშაო ჯგუფები უნდა შექმნას და სამუშაო ფორმატში საქმის კეთების ეტაპზე გადავიდეს", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×