რეზონანსი
11.12.2023

შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და მკაფიოა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ძალიან სურს არა მხოლოდ ხალხს, არამედ ხელისუფლება ძალიან მკაფიო განზრახვაზე მიუთითებს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინსმა საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ლატვია ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოს რეფორმების გზაზე დაეხმაროს.

„დღეს მაგიდაზე სამი მნიშვნელოვანი საკითხი დევს. პირველი არის უკრაინა, მეორე არის ომი შუა აღმოსავლეთში და მესამე - აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხები.

აუცილებლად ველი, რომ ამ კვირას საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. მე ცოტა ხნის წინ შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და მკაფიოა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ძალიან სურს არა მხოლოდ ხალხს, არამედ ხელისუფლება ძალიან მკაფიო განზრახვაზე მიუთითებს. ეს ძალიან დადებითია და ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების გზაზე", - აღნიშნა კრიშიანისკარინსმა.

ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი დღეს დაიწყება. ბრიუსელშია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან და ევროკომისიის წარმომადგენლებთან გამართავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×