რეზონანსი
11.12.2023

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს განიხილავს. მომავალი წლის ბიუჯეტი მიმდინარე კვირას დამტკიცდება. გათვალისწინებულია ბიუჯეტის ზრდა თითქმის, ყველა მიმართულებით.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მარიმა ლაშხის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტი მიმართული იქნება ქვეყნის მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროების დასაფინანსებლად.

„5,2%-ით ეკონომიკურმა ზრდამ საშუალება მოგვცა, რომ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობაც გაზრდილიყო, რაც აისახება ხალხის საჭიროებებში. ეს გაზრდილი ბიუჯეტი მიმართულია განათლების, თავდაცვის და სხვა მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტების დასაფინანსებლად", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს დღეს პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. პროექტის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 5,2%-ის ოდენობითაა დაგეგმილი. ხარჯვითი ნაწილი კი დაახლოებით, 165 მილიონი ლარით იზრდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×