რეზონანსი
11.12.2023

ქართველ პოლიტიკოსებს ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან მიმართებით დადებითი მოლოდინი აქვთ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ 14-15 დეკემბერს მიღებული დასკვნით უნდა გამოსწორდეს ის უსამართლობა, რომელიც ევროპულმა საბჭომ შარშან მიიღო.

ოპოზიციის ნაწილი უნგრეთის პოზიციიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას, მეორე ნაწილი კი, აქცენტს ხელისუფლების მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად არსებულ სამუშაო ჯგუფებზე აკეთებს.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე დარწმუნებულია, რომ ქვეყანა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.

 რაც შეეხება სამუშაო ჯგუფებში მათი მხრიდან ჩართულობას, ჩიხლაძე აცხადებს, რომ ჯერ პროცესს დააკვირდებიან და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ღირს თუ არა მმართველ გუნდთან ერთად ჩაერთონ სამუშაო პროცესში. 

"ფაქტობრივად, ეს საკითხი გადაწყვეტილია ევროკომისიის დასკვნის შემდეგ და ვერ ვხედავ ვერანაირ დაბრკოლებას, რომ რამე სხვა პასუხი, ან გადაწყვეტილება იყოს გარდა იმისა, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატი სტატუსი. რაც შეეხება სამუშაო ჯგუფებს, აქ პირველ რიგში სანახავია გეგმა, რომელიც შეიმუშავა ხელისუფლებამ. ვნახოთ გეგმა და მისი ადეკვატურობიდან გამომდინარე ან არაადეკვატურობიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ღირს თუ არა ამ პროცესში ჩართვა", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×