რეზონანსი
10.12.2023

ისტორიკოსი, ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია მის შესახებ „მონა ჯი“-ზე გამოქვეყნებული ცილისმწამებლური ინფორმაციის გამო სასამართლოს სარჩელით მიმართავს.

„იმედის კვირა“ დაინტერესდა „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ერთობლივ პლატფორმა „მონა.ჯი“-ზე გამოქვეყნებული მასალით, რომელიც ზუგდიდის დადიანების სასახლის ყოფილი მუშაკის ელზა ზოდელავას საქმეს ეხებოდა.

გიორგი კალანდიას განცხადებით, ელზა ზოდელავა სამსახურიდან ფარული ჩაწერისა და მიყურადების არაერთი შემთხვევის გამო გათავისუფლდა. კალანდიამ აღნიშნა, რომ მას ახლაც აქვს შენახული აუდიოჩანაწერი, რომელიც ზოდელავამ მას ზუგდიდის დადიანების სასახლის ამჟამინდელი დირექტორის დასმენის მიზნით გადაუგზავნა.

გიორგი კალანდიას უფლებადამცველის განცხადებით, ყალბი ინფორმაციის გავრცელებისა და ისტორიკოს გიორგი კალანდიას რეპუტაციის შელახვის მცდელობის გამო „მონა ჯი“-სგან ისინი ინფორმაციის უარყოფას, მასალის საიტიდან ამოღებასა და ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

„ეს არის ცილისწამება, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა თანამედროვე მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. ყველაფერი ამის აღსადგენად და დასაცავად არსებობს სასამართლო. ამიტომ მე სასამართლოს აუცილებლად მივმართავ. ყველაფერს წარვადგენ და დარწმუნებული ვარ, ამ საქმეში გავიმარჯვებ“, - განაცხადა გიორგი კალანდიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×