რეზონანსი
10.12.2023

გინდ გაართულოს ფრაზები, დაადოს მძაფრი მუსიკა და დრამატულად წაიკითხოს კამერების წინ უნიჭო მელაძემ სიცრუით გაჯერებული ტექსტი, ხალხს უკვე მისი არ სჯერა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა გუშინდელმა აქციამ, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ნოდარ მელაძის სიუჟეტს „ფონდი ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

ფოჩხუას თქმით, აქამდე ფონდ „ქართუს" უკანონო არაფერი ჩაუდენია და სწორედ ესაა, რომ კლავს ოპოზიციას.

„გინდ გაართულოს ფრაზები, დაადოს მძაფრი მუსიკა და დრამატულად წაიკითხოს კამერების წინ უნიჭო მელაძემ სიცრუით გაჯერებული ტექსტი, ხალხს უკვე მისი არ სჯერა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა გუშინდელმა აქციამ. დასცინის საზოგადოება მის ამ უნიჭო სიუჟეტებს, მგონი თავისთვის ლაპარაკობენ, აბა გადახდილ ხელფასს ისე ვინ შეარჩენს. აქამდე ფონდ „ქართუს" უკანონო არაფერი ჩაუდენია (ესაა რომ კლავს ოპოზიციას) და ახლა რატომ შეცვლიდა მუშაობის სტილს. ამ ყველაფერზე პასუხს კი დაელოდონ მომავალ არჩევნებზე, რაღა დარჩა“, - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×