რეზონანსი
10.12.2023

უახლოეს წლებში უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რუმინეთის ყველა მეზობელი იქნება ევროპული ოჯახის და ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილი, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა.

ნატო-ს ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუმინეთის მეზობლების ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანების შემდეგ, რუმინეთი აღარ იქნება დასავლეთის აღმოსავლეთი საზღვარი და თავს დააღწევს ევროპის პერიფერიას.

„გეოგრაფიული თვალსაზრისით, უკრაინის ომი, რომელიც გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არაპირდაპირ, მაგრამ ძალიან პირდაპირ გავლენას ახდენს ევროპის ბალანსზე. უახლოეს წლებში უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთი, რუმინეთის ყველა მეზობელი იქნება ევროპული ოჯახის და ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილი. რთული იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა მეზობელი პირველად გვეყოლება ევროპულ ოჯახში და რუმინეთი აღარ იქნება დასავლეთის აღმოსავლეთ საზღვარი, რუმინეთი გეოგრაფიულად ბევრად უფრო ევროპის ცენტრში იქნება", - განაცხადა მირჩა ჯოანამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×