რეზონანსი
08.12.2023

ამას გადაწყვეტილებას ვერც დავარქმევთ, ეს იყო კატაპულტირება, კატასტროფის წინაშე მდგარი „ნაციონალური მოძრაობიდან" გაქცევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის" დატოვების თაობაზე ნიკა მელიას მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნიკა მელია „ყველაფერს აკეთებს უკუღმა და იმის საპირისპიროდ, რასაც ეუბნება საზოგადოებას".

„თან უნდა დავაკვირდეთ ვინ არის ნიკა მელია. მელია არის ადამიანი, რომელმაც თქვა, არ გადავიხდი ჯარიმასო და გადაიხადა, არ შევალ პარლამენტშიო და შევიდა, თქვა, არ წავალ პარტიიდანო და წავიდა. ანუ ჯერჯერობით ყველაფერს აკეთებს უკუღმა და იმის საპირისპიროდ, რასაც ეუბნება საზოგადოებას. მის განცხადებაში კიდევ ერთი წამოცდენა იყო, მან თქვა, მთავარია რაოდენობაო, ეს იყო ერთგვარი აღსარება ე.წ. ახალი პარტიის შექმნის წინ, ანუ მიდის ოპოზიციის შიგნით ვაჭრობა რაოდენობებით, საზოგადოებას და მოქალაქეებს არ აღიქვამენ როგორც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს, არ აღიქვამენ როგორც საზოგადოებას, ვინც აფასებს ამ ყველაფერს და ახსოვს, რას ამბობდნენ და აკეთებდნენ წარსულში, მხოლოდ რაოდენობებზე საუბრობენ შიგნით. რეალურად ერთმანეთს უწევენ წნევას, მაგრამ ავიწყდებათ, რომ საერთო წნევა ამ ოპოზიციას აქვს დაბალი",- განაცხადა თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, ნიკა მელიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დატოვების თაობაზე განცხადება გუშინ გააკეთა. ამასთან, როგორც მელიამ განაცხადა, ახალ პარტიას აფუძნებს, რომელიც ბევრს გააკეთებს ქართული დემოკრატიისთვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×