რეზონანსი
08.12.2023

ხაბეიშვილს, ჰოლივუდის ღიმილით რომ დადიოდა ამერიკაში, ელვა დეპეშა გაუგზავნეს, შენი პარტია აპარატზეა მიერთებული და ცოცხალს თუ ჩამოუსწრებ კარგი იქნებაო, არ მგონია, ჩამოუსწროს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, "ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „მელიამ ხაბეიშვილს დაუანონსა, რომ ძველი „ნაცმოძრაობის" ნანგრევებზე აპირებს ახალი „ნაცმოძრაობის" შექმნას".

„ის ლოგიკური დასასრული ვნახეთ, რასაც ვამბობდით, რომ „ნაცმოძრაობა" დასრულდებოდა როგორც პოლიტიკური ძალა. დე- იურე ეს როგორ გაფორმდება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვნახეთ, რომ ხაბეიშვილს, რომელიც ჰოლივუდის ღიმილით დადიოდა ამერიკაში და ვიზიტებს აწარმოებდა,ელვა დეპეშა გაუგზავნეს და უთხრეს, შენი პარტია აპარატზეა მიერთებული და ცოცხალს თუ ჩამოუსწრებ, კარგი იქნებაო, მაგრამ არ მგონია ცოცხალს ჩამოუსწროს, რადგან მელიამ დაუანონსა, რომ ძველი „ნაცმოძრაობის" ნანგრევებზე აპირებს ახალი „ნაცმოძრაობის" შექმნას. ქართულ საზოგადოებას ნაკლებად აღელვებს ხაბეიშვილი- მელიადან რომელი იქნება ორიგინალი და რომელი ასლი „ნაცი". მთავარია ის, რომ ის პროცესი რასაც „ნაცმოძრაობის" დანგრევა ჰქვია, დასრულდა, ახლა რა მოხდება, ორი "ნაცმოძრაობა" იქნება, ახალი, ძველი, უახლესი თუ შუა „ნაცმოძრაობა" შეიქმნება, ეს დამოკიდებულია იურიდიულ ტექნიკაზე, თუ როგორ გააფორმებენ ამ ყველაფერს. ამ ორივე „ნაცმოძრაობას" დიდი ალბათობით შეიძლება საერთოდ გამორჩეს 2024 წლის არჩევნები ისე არიან ერთმანეთს გადაკიდებულები. ესაა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით და ამერიკაში ამას წარმატებულს უწოდებს ხაბეიშვილი, კარგია, ასეთი წარმატებით გააგრძელონ მოღვაწეობა", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×