რეზონანსი
08.12.2023

„ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური „ნაციონალური მოძრაოობიდან" ნიკა მელიას წასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ მელია პატრიიდან გააგდეს, მოისროლეს ლევან ხაბეიშვილის ხელით და უკან პანღური მიაყოლეს.

მისივე თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში, როცა მელიას „ნაციონალური მოძრაობის" კარს უკეტავდნენ, პარტიაში ფანჯრიდან გადაძრომას ცდილობდა.

ღუდუშაური მელიას „უთავმოყვარეოსა" და „უპრინციპოს" უწოდებს.

„წარსული ქმედებებიდან გამომდინარე, ნიკანორ მელიას თამამად შეგვიძლია „პუფი" ვუწოდოთ. ის თუ ვინ ჩამოჯდება ამ პოლიტიკურ „პუფზე", ჩვენი საზოგადოება ამასაც მალე ნახავს. კარგად გვახსოვს, როგორ ამბობდა, რომ მას ვერავინ დაიჭერდა და შემდეგ მის თავს კანონმდებლობა ძალიან კარგად აღსრულდა. ამბობდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა, მაგრამ გირაოს პირობა მიიღო და საპატიმროდან გამოვიდა. ამის შემდეგ ილანძღებოდა და იძახდა, რომ ოპოზიციიდან ყველა ის ადამიანი, ვინც პარლამენტში შევიდოდა, „პუფი" იქნებოდა, მაგრამ მელია პარლამენტში პირველი შემოვარდა. ამ უპრინციპობისა და უთავმოყვარეობის შემდეგ, რა სერიოზული პოლიტიკური განაცხადი შეიძლება გააკეთოს ნიკანორ მელიამ?!" - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ინფორმაციისთვის, ნიკა მელიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დატოვების თაობაზე განცხადება გუშინ გააკეთა. ამასთან, როგორც მელიამ განაცხადა, ახალ პარტიას აფუძნებს, რომელიც ბევრს გააკეთებს ქართული დემოკრატიისთვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×