რეზონანსი
08.12.2023

მელია არის ადამიანი, რომელიც ამბობდა, ჯარიმას არ გადავიხდიო და გადაიხადა, პარლამენტში ვინც შევა, პუფები იქნებიანო და შევიდა, პარტიიდან არ წავალო და პარტიიდანაც წავიდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „იმედის" ეთერში განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელიას წასვლას გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, მელია რასაც ამბობს, იმის საპირისპიროს აკეთებს, თუმცა პარტიიდან მისი წასვლით, „ნაციონალური მოძრაობა" კიდევ უფრო დაიშალა.

„აგერ, გამოჩნდა, რომ ადამიანმა [ნიკა მელია], რომელიც ამბობდა, ჯარიმას არ გადავიხდიო, გადაიხადა ჯარიმა, პარლამენტში არ შევალ და ვინც შევა, პუფები იქნებიანო - შევიდა პარლამენტში. შემდეგ თქვა, პარტიიდან არ წავალო და პარტიიდანაც წავიდა. ანუ, ჯერჯერობით ყველაფერს უკუღმა აკეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ადამიანმა რაღაც მუხტი გაიყოლა და პარტია დღეს მეტად დაშლილია. ეს კარგია პოლიტიკისთვის და კარგია იმისთვის, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნიკა მელიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას" და პარტიას აფუძნებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×