რეზონანსი
06.12.2023

როგროც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, ოპოზიციის მხრიდან ეს პროვოკაციული განცხადებები უფრო ჰგავს მათ რაღაც სურვილებს, თუ ბოლო იმედებს, რომ საქართველოსთან მიმართებით რაიმე ნეგატიური პროცესი წარიმართოს და საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, უნგრეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

"უნგრეთის მხრიდან საქართველოს აქვს ის მხარდაჭერა, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. რაც შეეხება უნგრეთის პოზიციას სხვა ქვეყნებთან მიმართებით და, ამ შემთხვევაში, უკრაინასთან მიმართებით, ეს არის ქვეყნის პოზიცია, ქვეყნის საქმე. უკრაინის საკითხი უნგრულ საზოგადოებაში არამხოლოდ ხელისუფლებაში, არ არის გუშინ გაჩენილი საკითხი. საკმაოდ კომპლექსურია ეს საკითხი - იქ არის უნგრეთის უმცირესობების თემა უკრაინაში, ძალიან ბევრი წლის განმავლობაში უნგრეთსა და უკრაინას შორის იდგა ეს საკითხი",- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×