რეზონანსი
06.12.2023

ბათუმში, აბუსერიძის 38 ნომერში მდებარე რესტორანი პოლიციამ დალუქა. TV25-მა ობიექტზე რეპორტაჟი გუშინ მოამზადა. ავთანდილ ბოლქვაძემ, რომელიც ამ ქუჩაზე ცხოვრობს, მრავალბინიანი საცხოვრებლის პირველ სართულზე რესტორანი გახსნა და მისი გაფართოების მიზნით, სარდაფში, საყრდენი კედლის ნაწილი დაანგრია.

მოქალაქეები დახმარებას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ. მუნიციპალურ ინსპექციასაც რამდენჯერმე მიმართეს. უწყებაში გუშინ განგვიმარტეს, რომ უნებართვოდ ღიობის გამოჭრასთან დაკავშირებით საქმის წარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს.

წყარო: TV25

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×