რეზონანსი
30.11.2023

უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მშვიდობის მიღწევას ხელს არ უწყობს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ეუთოს მინისტერიალის გახსნით შეხვედრაზე განაცხადა.

„კიევისთვის იარაღის მიწოდება მშვიდობის მიღწევას ხელს არ უწყობს, არამედ მხოლოდ ახალ მსხვერპლს იწვევს. ის, ვინც ამბობს, რომ ბრძოლის ველზე გამოსავლის პოვნა შეიძლება, ცდება", - განაცხადა სიიარტომ.

სიიარტომ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მას უკრაინაში უნგრული უმცირესობების სიცოცხლის გადარჩენა სურს.

„ჩვენ არ გვინდა, რომ მეტი უნგრელი დაიღუპოს, მაგრამ ზოგადად, ჩვენ არ გვინდა, რომ მეტი ადამიანი დაიღუპოს", - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×