რეზონანსი
30.11.2023

„ლელოს" მოჭარბებული გავლენაა ორ ტელევიზიაზე და ფაქტობრივად, პოლიტიკური ტოქშოუებისა და დისკუსიებისთვის ორი ოპოზიციური ტელევიზია პარალიზებულია, - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას განაცხადა.

„ჩემი აზრით, ამაზე მავნებლურ საქმეს ლელო" ვერაფერს გააკეთებდა. ნაცვლად იმისა, რომ ამ ტელევიზიებისთვის ფული გადაეხადა იმაში, რომ მართლა პოლიტიკური დისკუსიები დაწყებულიყო და ჩვენ არსებით საკითხებზე გვესაუბრა, „ლელოს" შემწეობით, ფაქტობრივად, პარალიზებულია ორი ტელევიზია და იქ გადის ლელოური და არა პოლიტიკური ამბები, რაც სინამდვილეში ქვეყანაში საინტერესოა", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აღიარა, რომ ორ ტელევიზიას აფინანსებს. თუმცა მისი მტკიცებით, ტელეკომპანიების სარედაქციო პოლიტიკაში არ ერევა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×