რეზონანსი
21.11.2023

როცა იცი, რომ „ქოცებს" ვერ უგებ და ერთადერთი გზაა, რომ სხვასთან ერთად კონფიგურაცია გქონდეს, ამას არ აკეთებ და საკუთარ ბელადობას არ თმობ იმის ფონზეც კი, რომ ციხეში ზიხარ, როგორ დავიჯერებ, რომ პირველი ადგილისთვის ბრძოლა გინდა, - ამის შესახებ ოპოზიცოინერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, „ნაცმოძრაობა" ისე არ იქცევა, რომ პირველი ადგილი უნდოდეს.

„იმის თქმა, რომ მეორე ადგილისთვის არ იბრძვის, კარგია, მაგრამ ამას შესაბამისი საქმეები უნდა მოჰყვეს. თუ ეს პროცესი ისე გაგრძელდა, როგორც აქამდე ხდებოდა, მაშინ, არც მეორესთვის არ იბრძვიან და უბრალოდ ადგილს უთავისუფლებენ და მეორე თავისით მოდის, რადგან პირველსაც აწყობს, რომ მეორე „ნაცმოძრაობა" იყოს. თუ მართლა პირველი ადგილი უნდათ, ამისთვის სხვა რაღაცეებია საჭირო. „ნაცმოძრაობა" ისე არ იქცევა, რომ პირველი ადგილი უნდოდეს. არსებულ კონსტრუქციაშიც კომფორტულად გრძნობს თავს. რა თქმა უნდა, სააკაშვილს არ ვგულისხმობ, რომელიც ციხეშია, მაგრამ სხვა ადამიანები, ვინც პარლამენტსა და პოლიტიკაში არიან, მათთვის მეორე ადგილი ცუდი კი არ არის. პირველი ადგილისთვის ბრძოლას ყველა კი ვერ ბედავს. ისინი აქამდე პირველი ადგილისთვის არ იბრძოდნენ. როცა იცი, რომ „ქოცებს" ვერ უგებ და ერთადერთი გზაა, რომ სხვასთან ერთად კონფიგურაცია გქონდეს, ამას არ აკეთებ და საკუთარ ბელადობას არ თმობ იმის ფონზეც კი, რომ ციხეში ზიხარ, როგორ დავიჯერებ, რომ პირველი ადგილისთვის ბრძოლა გინდა", - განაცხადა ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×