რეზონანსი
21.11.2023

გარიგებამ შეიძლება კატასტროფული შედეგები მოიტანოს, - ამის შესახებ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ გვირმა განაცხადა.

„შეშფოთებული ვარ გარიგებით, რომელმაც შეიძლება კატასტროფული შედეგები მოიტანოს. საუბარია რაღაც გარიგებაზე, ჩვენ დეტალებს გვიმალავენ და სიმართლეს არ გვეუბნებიან. არსებობს ჭორები, რომ ისრაელი შალიტის შეთანხმების მსგავსი შეცდომის დაშვებას ისევ აპირებს", - აღნიშნა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა.

შეგახსენებთ, დღეს „ჰამასის" პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელმა ისმაილ ჰანიემ განაცხადა, რომ ისრაელი და „ჰამასი" ზავის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×