რეზონანსი
21.11.2023

ამერიკის შეერთებულ შტატებში ფულის გამოძალვის ბრალდებით ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს - ინფორმაციას ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაკავებულები არიან ქართული კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი, ე.წ. კანონიერი ქურდი ვაჟა გაბადაძე (ნათან იუსუპოვი) და მისი თანამზრახველები - კახა კაცაძე, თეიმურაზ თავბერიძე ("თავა"), დავით ტიკარაძე.

ნიუ-იორკის პროკურატურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში დაკონკრეტებულია, რომ 14 ნოემბერს დაკავებული 4 პირი ქუთაისიდან არიან.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, გაბადაძე და მისი თანამოაზრეები მსხვერპლისთვის ფულის გამოძალვას, ფიზიკური ძალადობის მუქარით ცდილობდნენ, დანაშაული კი 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის აგვისტოს პერიოდში მოხდა.

"მსხვერპლის იძულება დაშინებითა და ძალადობის მუქარით, გადაიხადოს ფული, უკანონოა და ჩვენს ქალაქში ამ გზით ბიზნესი არ კეთდება. ეს არის ის უკანონო ქმედება, რაც, სავარაუდოდ, თვეების განმავლობაში ამ ბრალდებულებმა ჩაიდინეს. FBI (გამოძიების ფედერალური ბიურო) უმოქმედოდ არ იქნება მაშინ, როცა ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის წევრები ძალადობასა და გამოძალვაში არიან ჩართულები. პირიქით, ჩვენ მათ პასუხს ვაგებინებთ სისხლის სამართლის წესით," - განაცხადა FBI-ის წარმომადგენელმა ჯეიმს სმიტმა.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, სქართველოს დაკავებულ მოქალაქეებს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×