რეზონანსი
15.11.2023

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა გამოკითხეს. გამოძიება ნიკოლოზ გინტურს რამდენიმე საათის განმავლობაში უსვამდა კითხვებს სად და ვისთან ერთად იყო მისი ძმა მკვლელობის დღეს: 

გამოძიება მეკითხებოდა სად იყო, როგორ იყო, ვისთან იყო, ვის გვერდზე იყო, რა კადრები გაჟღერდა. ყველამ იცით, ეკლესიაში რომ მივიდა, წამოვიდა და ჩაცხრილეს. ექსპერტიზის პასუხები ჯერ არ არის, მანქანა გადმოყვანილია სამხარეოს ეზოში და რომ დამთავრდება ყველაფერი მანქანასაც მოგვცემენ და ყველაფერი გვეცოდინება. " თქვა გამოკითხვიდან გამოსულმა ნიკოლოზ გინტურმა. 

შეგახსენებთ, თამაზ გინტურის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი 13 ნოემბერს მიენიჭა. პროკურატურამ უფლებამონაცვლედ მისი შვილი ცნო. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×