რეზონანსი
15.11.2023

"ჰეშ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, სებ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მერაბ კაკულია, ახალი ციფრული ბანკის საქმიანობის დეტალებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ჰეშ ბანკი“ მომხმარებელს  თანამედროვე ფინანსურ ტექნოლოგიებს შესთავაზებს, საბანკო მომსახურების სრული სპექტრის მიღება კი მხოლოდ დისტანციური არხებით იქნება შესაძლებელი. „ჰეშ ბანკის“ საერთაშორისო გადახდების სისტემა 70-ზე მეტი ქვეყნის მიმართულებით იქნება ხელმისაწვდომი, ევროკავშირის ქვეყნების ჩათვლით, რომლის ფარგლებშიც  ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ტარიფების კუთხით  საუკეთესო შეთავაზება ექნებათ.

მერაბ კაკულია რამდენიმე სიახლეზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ციფრული ბანკის მხრიდან უახლესი ტექნოლოგიური პლატფორმის და პროდუქტის დანერგვას გულისხმობს.

„ჰეშ ბანკის ელექტრონული კომერციის/გადახდების საერთაშორისო პლატფორმა, განსაკუთრებით მორგებულია მცირე და საშუალო ბიზნესის სავაჭრო და მომსახურების ობიექტების მოთხოვნილებებზე. სისტემა საშუალებას აძლევს მათ უმნიშვნელო ადამიანური და ფინანსური რესურსით, უმოკლეს დროში მიიღონ Visa/MasterCard, Google/Apple Pay და სხვა გადახდები“ - აღნიშნა „ჰეშ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრმა.

ხაზგასასმელია სიმარტივის და ოპერატიულობის ფაქტორიც. გადარიცხვა შესაძლებელი იქნება როგორც საბანკო ანგარიშის, ისე საერთაშორისო ბარათის ინიციალით, თანხის ასახვა კი მყისიერად მოხდება მიმღების ანგარიშზე.

აღსანიშნავია, რომ  პლატფორმა აღჭურვილი იქნება რისკების შეფასებისა და თაღლითობისგან დაცვის ეფექტიანი საშუალებებით, რაც კიბერთავდასხმის რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების გათვალისწინებით, სს "ჰეშზე" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა. ციფრული ბანკი მომდევნო 7 თვის განმავლობაში მხოლოდ სატესტო რეჟიმში იფუნქციონირებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×