რეზონანსი
15.11.2023

საფრანგეთმა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის დაკავების ორდერი გასცა. ასადი ეჭვმიტანილი იყო სამხედრო დანაშაულებში თანამონაწილეობაში იმ თავდასხმებში, რომლის დროსაც 2013 წელს დამასკოს მახლობლად 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

სასამართლომ ასევე გასცა საერთაშორისო დაკავების ორდერები ასადის ძმის, მაჰერის, სირიის ელიტარული სამხედრო ნაწილის დე-ფაქტო მეთაურის და შეიარაღებული ძალების ორი გენერლის წინააღმდეგ.

პარიზის სასამართლოს განყოფილება, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებს სწავლობს, ქიმიურ თავდასხმებს 2021 წლიდან იძიებს. გამოძიება მედიისა და გამოხატვის თავისუფლების სირიის ცენტრის (SCM), ადვოკატთა ასოციაცია Open Society Justice Initiative (OSJI) და სირიის არქივის, სირიაში ადამიანის უფლებების დარღვევის დამადასტურებელი ორგანოს მიერ შეტანილ იურიდიულ საჩივარს მოჰყვა.

"სასამართლო აღიარებს, რომ ქიმიური თავდასხმა არ შეიძლებოდა მომხდარიყო სირიის პრეზიდენტის ინფორმირების გარეშე, რომ მას აქვს პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს”, - განუცხადა SCM-ის პრეზიდენტმა მაზენ დარვიშმა AFP-ს.

ასადის და სხვების წინააღმდეგ საქმეს განამტკიცებდა მოწმეების ჩვენებები და სირიის სამხედრო სარდლობის ჯაჭვის ანალიზი. აქტივისტებმა 2013 წელს YouTube-ზე გამოაქვეყნეს ვიდეოები, სადაც ასახულია თავდასხმის შედეგები, მათ შორის ათობით გვამი, მათ შორის, ბავშვები. სცენებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღშფოთება და დაგმობა გამოიწვია.

გაეროს მოხსენების თანახმად, არსებობს აშკარა მტკიცებულება ზარინის გაზის გამოყენების შესახებ. სირიის მთავრობამ უარყო ბრალდებები.

სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო. მას ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და ქვეყნის ომამდელი მოსახლეობის ნახევარი დევნილად იქცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×