რეზონანსი
15.11.2023

ზაპოროჟიეს რაიონში რუსი ოკუპანტების განმეორებითი თავდასხმის შედეგად ორი მაშველი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის,  იგორ კლიმენკოს თქმით, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები რუსეთის თავდასხმის ერთ-ერთ ადგილას გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ, რა დროსაც ოკუპანტებმა ამავე ადგილს მეორედ დაარტყეს

"სამწუხაროდ, მტრის დაბომბვის შედეგად დაიღუპა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ორი თანამშრომელი. ჩვენი უიარაღო გმირები ახლა სამუდამოდ 31 და 34 წლის არიან...", - აღნიშნა მინისტრმა. 

მისივე ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ სამი მაშველი და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×