რეზონანსი
30.09.2023

„ხალხის ძალის“ წევრის ანალიტიკოს ზურაბ ქადაგიძის თქმით, ნებისმიერი სპეკულაციისა და ადამიანების დადანაშაულების გამოსარიცხად, მთავრობამ ელექტრონული არჩევნების გადაწყვეტილება მიიღო, შესაბამისად, 2024 წლის არჩევნებთან პოტენციური პრეტენზიის საშუალებაც არ არსებობს.

„ანგლო-საქსებს აქვთ ძალიან კარგი გამონათქვამი: მოუსმინე მეგობრის რჩევას და მოიქეცი ისე, როგორც ის მოიქცეოდა, და არა მისი რჩევიდან გამომდინარეო. მომწონს, რომ საქართველო ასეც ოპერირებს. მთელი ცივილიზაცია თანხმდება, რომ ელექტრონული არჩევნები არის უალტერნატივო და ყველა სისტემას შორის საუკეთესო ვერსია. ასევე, ნებისმიერი სპეკულაცია და ადამიანების დადანაშაულება რომ გამოვრიცხოთ, მივიღეთ ელექტრონული არჩევნების გადაწყვეტილება. ოღონდ, არა საქართველოში წარმოებული ტექნიკით, რადგან პიონერები არ ვართ, არამედ უკვე დატესტილი, გამართული, აწყობილი ტექნიკით და უბრალოდ, ეს გამზადებული მოდელი მივიღეთ ე.წ. წარმოებაში, საარჩევნო სპეციფიკის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, 2024 წლის არჩევნებთან პოტენციური პრეტენზიის საშუალებაც არ არსებობს.

„გლობალური ომის პარტიას“ ყველა თემა გაუმარგინალდა და რადიკალურ ოპოზიციას კელი დეგნანის ბოლო დანატოვარს, ანდერძს ასრულებინებენ, რომ საკუთარი მოწონებული ტექნოლოგია და მიღწევა ელექტრონული არჩევნების სახით, ჩვენს შემთხვევაში დააწუნებინონ“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×