რეზონანსი
30.09.2023

რუსთავში მამაკაცმა ქუჩაში ქალს სცემა. "ინფო რუსთავის" ცნობით, შარტავას გამზირზე 30 წლამდე მამაკაცმა, 35 წლამდე ქალს შორის შელაპარაკებას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით კაცი ქუჩაში ქალს მიუახლოვდა და ხელით შეეხო, რასაც ქალის გაღიზიანება და პროტესტი მოჰყვა. კამათის შემდეგ მამაკაცმა ქალს სცემა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

ადგილზე მალევე გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს და მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია.

კაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

ინფო რუსთავი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×