რეზონანსი
29.09.2023

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ პოლონეთი და სლოვაკეთი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას არჩევნების შემდეგაც, უკრაინიდს მიმართ ბოლოდროინდელი მკაცრი რიტორიკის მიუხედავად.

"მე ველოდები და დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა და პოლონეთი იპოვიან გზას ამ საკითხების გადასაჭრელად ისე, რომ ეს უარყოფითად არ იმოქმედებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე", - განუცხადა სტოლტენბერგმა Reuters-ს.

"როგორიც არ უნდა იყოს ახალი მთავრობა სლოვაკეთში, ჩვენ გავაგრძელებთ ნატოს შეხვედრებზე [ერთად] ყოფნას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიპოვით გზებს, რათა გავაგრძელოთ მხარდაჭერის უზრუნველყოფა", - დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×