რეზონანსი
29.09.2023

საერთოდ არ არის საინტერესო, დაშლილ „ნაციონალურ მოძრაობაში" ვინ წავა, ვინ მოვა - შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ახლა უკვე უგულავა ჩაენაცვლება მელიას, მას ხომ ჩანაცვლება უყვარს. რასაც მიაღწევენ ისინი, თავიანთ ამომრჩეველს გაუყონ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

იგი გიგი უგულავასა და ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„არ ვიცი, უგულავას რა ზომბები და ურჩხულები ელანდება. ამ ქვეყანაზე თუ ვინმე ზომბი და ურჩხულია, ესენი არიან „ნაცმოძრაობის" გადმონაშთები. სხვათა შორის, მათში მოწინავე ადგილს იკავებს ბატონი უგულავა. არ ვიცი, რა რეიტინგი უნდა ჰქონდეს ბატონ უგულავას?! იგი თბილისელების ბიუჯეტის ქურდია. ყველაზე დიდი ურჩხული თავად არის. სააკაშვილზე, ადეიშვილსა და მერაბიშვილზე მეტი ზომბი, თუ ვისმეს აზრად მოუვა!

საერთოდ არ არის საინტერესო, დაშლილ „ნაციონალურ მოძრაობაში" ვინ წავა, ვინ მოვა - შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ახლა უკვე უგულავა ჩაენაცვლება მელიას, მას ხომ ჩანაცვლება უყვარს. რასაც მიაღწევენ ისინი, თავიანთ ამომრჩეველს გაუყონ.

ვფიქრობ, ბატონი გვარამია პოლიტიკისგან შორს არასდროს ყოფილა. კარგად გვახსოვს, საკუთარ ტელევიზიას როგორ იყენებდნენ", - განაცხადა ღუდუშაურმა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციამ მზადება დაიწყო. ვინ სად და ვისთან შეიძლება გაერთიანდეს, ჯერ დეტალები უცნობია, თუმცა მთავარი მოწოდებაა, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების პარტიები ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ. მათ რიგებშია გიგი უგულავა, რომელიც ერთიანობაზე საუბრობს.

ამასთან, შესაძლოა, ნიკა გვარამიამ პოლიტიკაში ოფიციალურად გადაინაცვლოს. „მგონია, რომ საკუთარი თავი ამოვწურე წამყვანის მაგიდასთან. ვფიქრობ, რომ ჩემი ადგილი ამ წუთას არის იქ, სადაც პოლიტიკური მეთოდებით შეიძლება ბრძოლა", - ამის შეასხებ ნიკა გვარამიამ განაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×