რეზონანსი
29.09.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბიაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკურის ზრდის ტენდენციები შეაჯამა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მესამე წელია, ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპია. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მსოფლიოში მიმდინარე ფაქტორების გათვალისწინებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია.

„დღეს განვიხილავთ 2024 წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტს, რომელსაც გადავაგზავნით პარლამენტში. მანამდე, მინდა, ერთგვარი შეჯამება გავაკეთო ბოლო წლების ეკონომიკის ტენდენციების. იცით, რომ ძირითადად ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ორი წელი და მესამე წელია, ეკონომიკის მაღალი ტემპით ზრდას ვაგრძელებთ. წელს შვიდპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი. იცით, ბიუჯეტი დავაკორექტირეთ და წელს ეკონომიკის ზრდა 6.5 პროცენტზე არის ნავარაუდევი, როცა თავიდან დათვლილი იყო ძალიან კონსერვატიულად - ხუთ პროცენტზე იყო გათვლილი წლევანდელო ბიუჯეტი. ასევე, ახლა ცნობილი გახდა, რომ რვა თვეში ეკონომიკის ზრდა შვიდ პროცენტს შეადგენს, რაც ყველა ფაქტორის და გარემოების გათვალისწინებით, რაც ახლა მთელ მსოფლიოში, მით უმეტეს, რეგიონში მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×