რეზონანსი
29.09.2023

ცნობილი გახდა 28 წლის კაცის ვინაობა, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში მამა მოკლა - ის სანდრო ინაურია. ინაურმა, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი მანქანის საბარგულით თბილისში ჩამოიტანა და აგარაკზე დამარხა. მოგვიანებით, მამის დაკარგვის შესახებ თავად განაცხადა.

მას ბრალად ედება, დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა, რისთვისაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

მოკლულის ძმის შვილის განცხადებით, მოკლულის შვილი თვითონაც აქტიურად იყო სამძებრო სამუშაოებში ჩართული.

„დაიკარგა და გავიგეთ დაახლოებით სამშაბათს, დღის მეორე ნახევრიდან. გუშინ დილით დაგირეკეს და გვითხრეს, რომ გარდაცვლილი იპოვეს ავჭალაში, საკუთარ აგარაკზე. მამა-შვილს ცუდი ურთიერთობა არ ჰქონია. დღემდე ვერ ვიჯერებ, შოკირებული ვარ, ვერ ვიაზრებ, რომ ეს შეიძლება სანდროს გაეკეთებინა. ძალიან ხშირად ვურეკავდი მე იმიტომ, რომ ჩართული ვიყავი ძიების პროცესში", - განაცხადა მაცაცო ინაურმა.

მოკლულის სიძის განცხადებით, მასასა და შვილს კონფლიქტი არ ჰქონიათ.

„სამი დღე ვეძებდით, მესამე დღეს გაირკვა, როცა კრიმინალური სამსახური ჩაერია. მაშინ გამოჩნდა, რომ შვილისგან იყო მოკლული. მათ შორის კონფლიქტი მე არ გამიგია", - განაცხადა გარდაცვლილის სიძემ.

წყარო: რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×