რეზონანსი
29.09.2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცმა თანასოფლელი 23 წლის მამაკაცი მოკლა. მკვლელობა გუშინ მოხდა.

როგორც მეზობლები ჰყვებიან, წინა დღეს მოკლულის დაბადების დღეზე დაწყებული კონფლიქტი მეორე დღეს ურთიერთშელაპარაკებით გაგრძელდა და მკვლელობით დასრულდა. მსხვერპლს დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ის კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ბრალდებული საპატიმროდან რამდენიმე თვის გამოსული იყო. როგორც ამბობენ ის სასჯელს სამართალდამცველზე თავდასხმისთვის იხდიდა. პოლიცია ბრალდებულს ამ დრომდე ეძებს. მომხდარზე საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×