რეზონანსი
29.09.2023

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ „ძალიან რთულ კითხვებზე" პასუხის გაცემაა საჭირო, სანამ ევროკავშირი უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებებს დაიწყებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, მისცენ თუ არა უკრაინას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების უფლება, რაც 27-ვე წევრის ერთსულოვან მხარდაჭერას მოითხოვს. დიპლომატებმა განაცხადეს, რომ უნგრეთი შეიძლება იყოს დაბრკოლება.

„როდესაც გვექნება ბრიუსელში მოლაპარაკებები უკრაინის მომავალზე, ვერ ავირიდებთ კითხვებს - შეგვიძლია თუ არა სერიოზულად ვიფიქროთ ქვეყნის წევრობაზე, დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები იმ ქვეყანასთან, რომელიც ომის მდგომარეობაშია.

ჩვენ არ ვიცით, რამდენად დიდია ამ ქვეყნის ტერიტორია, რადგან ომი ჯერ კიდევ გრძელდება. არ ვიცით, რამდენად დიდია მისი მოსახლეობა, რადგან ისინი გარბიან ქვეყნიდან. ქვეყანა რომ ევროკავშირში დაიშვას მისი პარამეტრების ცოდნის გარეშე, ეს უპრეცედენტო იქნებოდა. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ძალიან გრძელ და რთულ კითხვებს, სანამ მივიღებთ რეალურ გადაწყვეტილებას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ", - განუცხადა ორბანმა სახელმწიფო რადიოს.

ორბანმა ორშაბათს პარლამენტს განუცხადა, რომ უნგრეთი არ დაუჭერს მხარს უკრაინას საერთაშორისო საქმეებში, სანამ იქ ეთნიკური უნგრელების ენობრივი უფლებები არ აღდგება. უნგრეთი ნატოს წევრია და ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას უკრაინაში. უნგრეთმა უარი თქვა უკრაინაში იარაღის გაგზავნაზე, მაგრამ მიესალმა უკრაინელ ლტოლვილებს

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×