რეზონანსი
29.09.2023

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მუდმივად ზრუნავს მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივებაზე. თანხის განაღდება უკვე შესაძლებელია QR კოდით, რომელიც ციფრულ ბანკში ზედა მარჯვენა კუთხეშია მოთავსებული.  

QR კოდით თანხის განაღდებას თავისი უპირატესობები აქვს.  მაგალითად, ბიომეტრიული იდენტიფიკაცია - თქვენი იდენტიფიცირება ხდება სახის ან ანაბეჭდის ვერიფიკაციით თქვენივე ტელეფონში.

უფრო უსაფრთხოა - QR განაღდება არის უსაფრთხო, რადგან თქვენ დაცული ხართ მობაილბანკში ბიომეტრიული იდენტიფიკაციით და დამატებით ერთჯერადი კოდით, რომელიც თქვენ მოგდით ბანკში რეგისტრირებულ მობილურის ნომერზე.

2-ჯერ უფრო სწრაფია - QR მეთოდით განაღდებას სჭირდება 2-ჯერ უფრო ნაკლები დრო, ვიდრე ბარათით ბანკომატიდან განაღდებას.

პროცესი უკონტაქტოა - თანხის განაღდებისას თქვენ არ ეხებით ბანკომატს. პროცესი სრულად იმართება მობილური ტელეფონიდან.

იმისათვის რომ ისარგებლოთ QR-ით თანხის განაღდებით, საჭიროა:

განაახლოთ მობაილბანკის აპლიკაცია ბოლო ვერსიამდე

გახსენით მობაილბანკი, აირჩიეთ QR ნიშანი ზედა მარჯვენა კუთხეში

დაასკანერეთ QR კოდი ბანკომატის ეკრანზე

აირჩიეთ ან შეიყვანეთ თანხა

აირჩიეთ ბარათი

დაადასტურეთ თანხა SMS კოდით

გაანაღდეთ და აიღეთ თანხა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×