რეზონანსი
15.09.2023

„ნაციონალურ მოძრაობასა" და „ლელოს" არანაირი სხვაობა არც აქამდე ჰქონია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე სამადაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერია.

„არანაირი სხვაობა „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ლელოს" არც აქამდე ჰქონია. სალომე სამადაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერია, რომ აღარ ვისაუბროთ იმ კავშირებზე, რომელიც „ლელოსა" და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის არსებობს. ამას დამატებული ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის" რადიკალური ფრთა. „ნაციონალური მოძრაობის" ტაქტიკაა, წარმოაჩინოს ისე, თითქოს ხდება მისი ფრაგმენტაცია, სხვადასხვა ფლანგზე გადასროლის მიზნით, სინამდვილეში ეს არის ერთი მთლიანი ორგანიზმი, რომელიც უბრალოდ სხვადასხვა პოზიციიდან უტევს ქართველ ხალხს", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„ლელო" მესამე ძალის, როგორც თავად უწოდებენ ალტერნატიული ცენტრის შექმნას ცდილობს. პარტიას კონსულტაციები დაწყებული აქვს. სალომე ზურაბიშვილი, ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნინო ლომჯარია და ანა დოლიძე - ასეთია შემადგენლობა, რომელსაც „ლელო" მესამე ძალად ასახელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×