რეზონანსი
15.09.2023

საქართველოში შეიძლება სავაჭრო ცენტრები არ იყოს იმდენი, ესენი რომ აპირებენ ცენტრის შექმნას ქართულ პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს" გადაწყვეტილებას ალტერნატიული ცენტრის შექმნის თაობაზე.

„საზოგადოება ხედავს, რომ უნდობლობის ხარისხი იმდენად მაღალია ყველგან, მათ შორის „ლელოსთან" დაკავშირებით, რომ ვერანაირ ცენტრზე საუბარი ვერ იქნება. ლომჯარია ალბათ ბომბებს თუ შემატებს მაგ პოლიტიკურ ცენტრს, თორემ ლომჯარიას რეიტინგი ქვეყანაში როგორია, ეს ყველამ ვიცით", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ლელო" მესამე ძალის, როგორც თავად უწოდებენ ალტერნატიული ცენტრის შექმნას ცდილობს. პარტიას კონსულტაციები დაწყებული აქვს. სალომე ზურაბიშვილი, ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნინო ლომჯარია, და ანა დოლიძე - ასეთია შემადგენლობა, რომელსაც „ლელო" მესამე ძალად ასახელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×