რეზონანსი
10.09.2023

ირაკლი კობახიძემ „ლელოს" ინიციატივას პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის შესახებ სპეკულაცია უწოდა. ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ეს არის ცარიელი სპეკულაცია. შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე ერთ-ერთი თანამონაწილე იყო ბიზნესის რეკეტის სქემაში, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იყო დანერგილი. არაფერია სასპეკულაციო ამაში, როდესაც პრემიერი საკუთარი ხარჯით მიემგზავრება საზღვარგარეთ. არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტის ფული, შესაბამისად დანაშაულზე და მსგავსი ტიპის სპეკულაციებზე არ ღირს კომენტარის გაკეთება", - აცხადებს კობახიძე.

მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა ტელეკომპანია „პირველის" ეთერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მგზავრობის შესახებ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ოპოზიცია კი პრემიერის იმპიჩმენტზე ალაპარაკდა - ინიციატორი პარტია „ლელოა".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×