რეზონანსი
10.09.2023

„ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, „არასამთავრობო ორგანიზაციების" ერთობლივ განცხადებას ეხმაურება, სადაც ისინი პროკურატურას გამოძიების ჩატარებას სთხოვენ პრემიერ-მინისტრის ფრენის ხარჯებთან დაკავშირებით. ქადაგიძე არასამთავრობო სექტორს მოუწოდებს, პირველ რიგში კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტის ვოიაჟის ხარჯებით დაინტერესდნენ. „კლეპტოკრატიის საშიშროებიდან გამომდინარე, პროკურატურამ მოკვლევა დაიწყოს მელაძის სიუჟეტის გამო და საიდან აქვს კერძო ფრენის ხარჯები პრემიერს უნდა გაირკვესო, ითხოვენ:

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია";

„საფარი",

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება";

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო";

„ღია საზოგადოების ფონდი"; „დემოკრატიის მცველები". „აგენტოკრატიის" საშიშროებიდან გამომდინარე, ამავე არასამთავრობოებმა რომ ნება იბოძონ და ჯერ კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტზე გააკეთონ განცხადება და ჰკითხონ, საიდან აქვს სალომე ზურაბიშვილს ევროპული ვოიაჟებისათვის თანხები? მოჩვენებითი სამართლიანობისთვის, თორემ რა უსამშობლო ნაძირალებიც ხართ, ყველამ ვიცით და „დიდი ძმის" მითითების გარეშე ნაბიჯს ვერ დგამთ!", - წერს ქადაგიძე. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მგზავრობასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „პირველის" ეთერში გასულ სიუჟეტს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებით გამოეხმაურა. მასში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომლის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×