რეზონანსი
31.08.2023

160 F-16 თვითმფრინავი გვჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პორტუგალიურ ტელეარხ RTP-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„დღეს შეთანხმება გვაქვს სამომავლო 50-60 თვითმფრინავის შესახებ.

სულ დაახლოებით 160 ავიაგამანადგურებელი გვჭირდება, რათა ეს ძლიერი საჰაერო ფლოტი იყოს, რომელიც რუსეთს ცაში დომინირების საშუალებას არ მისცემდა", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს პროცესი დაიწყო, თუნდაც „ცოტა გვიან," ვინაიდან უკრაინას ცის ჩაკეტვა ომის პირველივე დღეებიდან სურდა.

ზელენსკის თქმით, F-16 თვითმფრინავები საჭიროა არა კონტრშეტევისთვის, არამედ სამოქალაქო მოსახლეობისა და მარცვლეულის დერეფნის დასაცავად.

მისი მოლოდინით, F-16 თვითმფრინავები უკრაინის ცაში მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდება, რაც პილოტებისა და ინფრასტრუქტურის მომზადების გრძელ პროცესს უკავშირდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×