რეზონანსი
31.08.2023

„ნებისმიერი ადამიანის წასვლა პარტიიდან არ არის სასარგებლო, მაგრამ ალბათ, პარტიიდან წასვლების კვირეული იქნება." - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა იმედა კევლიშვილთან დაკავშირებით, რომელმაც ენმ-ს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

"ჩვენ ხომ ვნახეთ იანვრის თვეში განცხადებები, ამ ადამიანებმა ზოგმა ფრაქცია დატოვა, ზოგმა განცხადებები გააკეთა და ალბათ, ახლა იმ სიტყვას - ფრაქციას, შეცვლიან პარტიით, მიზანიც სწორედ ეს იყო ამ ადამიანებისთვის" - ამბობს ბოტკოველი.

შეგახსენებთ, თელავში ნაციონალური მოძრაობის წევრმა იმედა კევლიშვილმა პარტია დატოვა და მიზეზად არაფორმალური მმართველობა და ახალი მენეჯმენტის მხრიდან, განსხვავებული აზრის დევნა დაასახელა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×