რეზონანსი
31.08.2023

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, დასავლეთმა ღიად უნდა განაცხადოს, რომ უკრაინას მხარს გამარჯვებამდე დაუჭერს.

„უარი უნდა ვთქვათ ფრაზაზე, რომ უკრაინას მხარს დავუჭერთ იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, რადგან, ჩემი აზრით, ეს აღარ მუშაობს. უფრო ღია უნდა ვიყოთ იმის შესახებ, თუ რა არის ჩვენი მიზანი უკრაინაში და უნდა ვიყოთ ძალიან კონკრეტული იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა ვიყოთ უკრაინასთან მის გამარჯვებამდე. თუ ამის თქმას ვერ შევძლებთ, ნიშნავს, რომ ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს, მაგრამ ერთადერთი სხვა ვარიანტი პუტინის გამარჯვებაა. არა მგონია, ვინმეს სურდეს პუტინის გამარჯვების ნახვა, რადგან ეს ევროპისთვის კატასტროფას გამოიწვევს", - განაცხადა ლანდსბერგისმა.

მისი თქმით, დასავლელმა პარტნიორებმა უკრაინას უნდა მიაწოდონ ყველაფერი, რაც სჭირდება, რადგან უკრაინელები იბრძვიან არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვისაც.

„თუ ისინი ამბობენ, რომ საჭიროა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მივაწოდოთ ისინი. თუ ისინი ამბობენ, რომ საჭიროა მეტი ჯავშანტექნიკა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მივაწოდოთ ის. გამარჯვება რთული პროცესია, რაღაცის მიწოდება შეგვიძლია, რაღაცის - არა. მაგრამ სულ მცირე, მიზანი უნდა დაისახო და მისკენ წახვიდე", - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×