რეზონანსი
30.08.2023

უკრაინის ჯარების სამხრეთ ფრონტზე ბოლოდროინდელმა მიღწევებმა, შესაძლოა, ანექსირებულ ყირიმში რუსებს უკან დაახევინოს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრზე, დიმიტრო კულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინისტრის თქმით, ეს შესაძლებლობა რეალური სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ზაპოროჟიას რეგიონში სოფელ რობოტინეს გათავისუფლებამ გახადა. თუმცა, რუსული მხარე აღნიშნავს, რომ სოფელს კვლავ მათი ძალები აკონტროლებენ.

შეგახსენებთ, უკრაინული მხარე დროებით ოკუპირებულ ყირიმში სახმელეთო ფრონტზე წინ მიიწევს. 24 აგვისტოს, უკრაინული მხარის განცხადებით ნახევარკუნძულზე სპეცოპერაციის ფარგლებში დესანტი გადასხეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×