რეზონანსი
03.08.2023

მსა­ხი­ო­ბი და სპორ­ტსმე­ნი სოსო ჯაჭვლი­ა­ნი, რო­მე­ლიც მძი­მე სენს ებ­რძვის, რამ­დე­ნი­მე კვი­რაა თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დის. რო­გო­რია სო­სოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­გორ და­ეხ­მა­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მე­გობ­რე­ბი და ოპო­ნენ­ტე­ბიც კი ფი­ნან­სუ­რად - ამ საკითხებზე "ამბებს" მსა­ხი­ო­ბის მე­უღ­ლეს ესაუბრა:

„ისე გახ­და სოსო 62 წლის, რომ არა­სო­დეს არ ჰქო­ნია არა­ნა­ი­რი და­ა­ვა­დე­ბა, ერ­თა­დერ­თი სპორ­ტსმე­ნებს რაც ახა­სი­ა­თებს, მე­ნის­კე­ბი, მყე­სის და­ჭიმ­ვა. სი­ცხე და გრი­პიც კი არ ჰქო­ნია, ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და. სი­გა­რე­ტი არა­სო­დეს მო­უ­წე­ვია და ღვი­ნოს თა­ვად წუ­რავს და თა­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე და ახალ წელს თუ და­ლევ­და. ესეც ძა­ლი­ან შოკი აღ­მოჩ­ნდა ჩვენ­თვის. რო­გორც ჩანს, ეს და­ა­ვა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერს და­ე­მარ­თოს.

ჩვენ უკვე დიდი ხა­ნია ამ და­ა­ვა­დე­ბას ვებ­რძვით და ყვე­ლა­ფე­რი ხარ­ჯე­ბია, ავად­მყოფს ბევ­რი რამე სჭირ­დე­ბა. ოჯახს აღარ გვქონ­და რე­სურ­სი, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ გაგ­ვეყ­ვა­ნა. სოსო გვერ­დში და­უდ­გნენ მე­გობ­რე­ბი, ძა­ლი­ან მინ­და ყვე­ლას მად­ლო­ბა ვუ­თხრა. ასეთ დროს დაბ­ნე­უ­ლი ხარ, ვის მი­მარ­თო არ იცი. ვერც მი­მარ­თავ ვე­რა­ვის, ყვე­ლას თა­ვი­სი პრობ­ლე­მა და ოჯა­ხი აქვს, ასე­თი იოლი არ არის, ვინ­მეს დახ­მა­რე­ბა სთხო­ვო. მე სო­სოს მე­გობ­რე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბის, ნა­თე­სა­ვე­ბის, ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ ყვე­ლა­სი. ბოლო დროს ტიკ ტოკ­ზე გავ­რცელ­და პა­ტა­რა ვი­დეო, და­ვით გი­ორ­გო­ბი­ა­ნია ის პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­მაც ჩა­წე­რა ვი­დეო და სო­სოს ან­გა­რი­შის ნო­მე­რი მი­უ­თი­თა, ხალ­ხს სთხო­ვა, თითო ლა­რით და­ეხ­მა­რე­თო. ორი დღე ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, რომ მე­ტი­რე­ბო­და, ერთ ლარ­საც კი რო­გო­რი დატ­ვირ­თვა აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხომ ხვდე­ბით, არ იშო­ვე­ბა ასე იო­ლად ფული. არ არის მარ­ტი­ვი, რომ ვი­ღა­ცამ ფული გად­მო­გი­რი­ცხოს. იმ­ხე­ლა დახ­მა­რე­ბა აღ­მოგ­ვი­ჩი­ნა ხალ­ხმა, შე­იძ­ლე­ბა ეს დიდი თან­ხა არ იყოს, მაგ­რამ მარ­ტო ამა­ზე ხომ არ არის, მო­რა­ლუ­რი მხარ­ში დგო­მა უფრო ფა­სე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა ჩვენ­თვის. არ ვიცი, სა­ი­დან არ გვი­რე­კა­ვენ, ავ­სტრი­ი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან, საფ­რან­გე­თი­დან, ძა­ლი­ან დიდ სიყ­ვა­რულს იჩე­ნენ. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ნე­ბის­მი­ერ თან­ხა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ყვე­ლას მად­ლო­ბა, სა­მე­გობ­რო­ზე უკვე სი­ტყვე­ბი აღარ მყოფ­ნის.

ისეთ­მა ხალ­ხმა ჩა­უ­რი­ცხა ან­გა­რიშ­ზე თან­ხა, რომ­ლებ­თა­ნაც პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნის დროს ჰქონ­და და­პი­რის­პი­რე­ბა, საკ­მა­ოდ მწვა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბა. არ მინ­და, პარ­ტი­ე­ბად გა­მოვ­ყო, მაგ­რამ რომ ვნა­ხეთ ან­გა­რიშ­ზე მო­სუ­ლი ამ პი­როვ­ნე­ბე­ბის­გან ჩა­რი­ცხუ­ლი თან­ხა, შვი­ლიშ­ვილს გე­ფი­ცე­ბით, მე და სოსო ორი­ვე ვტი­რო­დით. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­ხე­ლა კა­ცო­ბაა, რომ ასე­თი ნა­ბი­ჯი გა­დად­გეს, თო­რემ ვინ აძა­ლებ­დათ, ჩა­რი­ცხავ­და თუ არა, ვინ გა­ი­გებ­და. გე­ფი­ცე­ბით ჩემს შვი­ლებს და შვი­ლიშ­ვი­ლებს, ცრემ­ლე­ბამ­დე შემძრა ამ ამ­ბავ­მა.

ემიგ­რან­ტმა ქა­ლებ­მა იტა­ლი­ი­დან, რომ­ლე­ბიც მო­ხუ­ცებს უვ­ლი­ან და რამ­ხე­ლა მძი­მე შრო­მა­ში არი­ან, მა­თაც ჩაგ­ვი­რი­ცხეს ფული, რა უნდა იყოს ამა­ზე ძვირ­ფა­სი, ჩვენ მათ­თვის ვინ ვართ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უცხო ხალ­ხი ვართ. მად­ლო­ბის მეტი არა­ფე­რი მეთ­ქმის.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×