რეზონანსი
02.08.2023

თუ განვიხილავთ დოკუმენტს, რომელიც მივიღეთ, ჩინელებს კარგად აქვთ ნამუშევარი, ხოლო ჩვენს მხარეს კარგად არ აქვს ნამუშევარი , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, რითაც საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერას ეხმაურება.

გიგი წერეთლის განცხადებით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა „ქართული ოცნების" მხრიდან დასავლეთის შანტაჟია.

„სტრატეგიული თანამშრომლობა ჩინეთთან, ჩემი აზრით, ეს იყო კიდევ ერთი მოშანტაჟო ამბავი დასავლეთისთვის - „აი, ხომ ხედავთ, როგორი ინტეგრირებული ვართ ჩინეთთანაც კი და თუ თქვენ არ გინდათ ჩვენთან, ჩვენ გვაქვს სხვა ალტერნატივებიც. რუსეთი არა? კი ბატონო, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩინეთი". მე ვფიქრობ, რომ დასავლეთი ძალიან ფრთხილად მიუდგება ამ საკითხს, მაგრამ არის დიპლომატია, რომელიც არ ჩანს და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მკაცრად შეიძლება დაისვას ეს საკითხები: რა გინდა შენ? რა მიმართულებით მიდიხარ? იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არ უწერია.

ზოგადად ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობა, მათ შორის ძლიერ ქვეყნებთან, ეს კარგია, მაგრამ ჩვენ თუ განვიხილავთ იმ დოკუმენტს, რომელიც მივიღეთ, ჩინელებს კარგად აქვთ ნამუშევარი, ხოლო ჩვენს მხარეს კარგად არ აქვს ნამუშევარი. ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მაგალითად - იქ წერია, რომ ერთიან ჩინეთს მხარს ვუჭერთ, მაგრამ არ წერია იქ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, წერია ყველა ქვეყნის. ასეთი ტიპის დოკუმენტებში ამას მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×