რეზონანსი
02.08.2023

რომის პაპ ფრანცისკეს ეჭვი ეპარება, რომ დასავლეთის ქვეყნები სწორი მიმართულებით მოძრაობენ მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ინფორმაციას „ვატიკან ნიუსი" ავრცელებს.

„ევროპისადმი ღრმა სიყვარულით და დიალოგის სულისკვეთებით, რომელიც განასხვავებს ამ კონტინენტს, შეგვიძლია, ვკითხოთ მას: „სად მიდიხართ, თუ არ უჩვენებთ მსოფლიოს მშვიდობის გზას, კრეატიულ გზებს უკრაინაში ომის და ამდენი სისხლისღვრის გამომწვევი კონფლიქტების დასასრულებლად?", - აღნიშნა პაპმა.

რომის პაპმა დაგმო იარაღის წარმოებაში ინვესტიციების ზრდა და აღნიშნა, რომ იარაღი არ არის სამომავლო ინვესტიცია, მას ადამიანური კაპიტალის ამოწურვა შეუძლია, ისეთის, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა და სახელმწიფოებრივი კეთილდღეობა.

„აუცილებელია განვითარდეს სამშვიდობო დიპლომატია, რომელიც მიმართულია კონფლიქტების მოგვარებისა და დაძაბულობის შესამცირებლად", - განაცხადა პაპმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×