რეზონანსი
02.08.2023

როგორც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ ISFED-ზე საუბრისას განაცხადა. იცოდნენ, რომ არანაირი გაყალბება არ ყოფილა, მაგრამ უტიფრად მაინც აგრძელებდნენ ჩვენი ქვეყნის რყევას

მან 2020 წლის არჩევნებზე პარალელური დათვლის მცდარ შედეგებსა და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე წაყენებულ ბრალდებას შორის გაავლო პარალელი.

„ზუსტად ანალოგიური საქმისთვის ახლა ბრალი აქვს წაყენებული ბატონ ტრამპს და აქ კიდე არავინ დასჯილა. მინდა ვთხოვო ამერიკის საელჩოს, იმიტომ რომ ისინი აფინანსებენ ამ ორგანიზაციებს - რანაირად ხდება ეს, ორმაგი მიდგომა გვაქვს? იქ თუ ეს დანაშაულად ითვლება, აქ ყველაფერი მოსულა?" - ამბობს ზარქუა.

ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე.

დონალდ ტრამპის ბრალდებაზე, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს იხსენებენ, რა დროსაც ადგილი ჰქონდა პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებას. „ისფედი" არჩევნებიდან რამდენიმე დღეში მმართველი გუნდის ლიდერებმა ამხილეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×