რეზონანსი
31.07.2023

ბათუმის ნავსადგურში საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. საკრუიზო ლაინერი „ასტორია გრანდე“, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ნავსადგურში დილის 06:00 საათისთვის შევიდა. მას აქციის მონაწილეები პროტესტით დახვდნენ.

ადგილზე სამართალდამცველებთან რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სავარაუდოდ, დაკავებულია ათამდე ადამიანი.

ნავსადგურის მიმდებარედ, გოგებაშვილის ქუჩის ნაწილი გადაკეტილი აქვთ სამართალდამცველებს, მეორე ნაწილი კი - აქციის მონაწილეებს. გემის მიმდებარედ სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

საკრუიზო ლაინერიდან მგზავრები სავარაუდოდ მალე დაიწყებენ ჩამოსვლას. აქციაზე ისმის შეძახილები, სტვენა, გაშალეს სხვადასხვა ბანერი.

ადგილზე იმყოფებიან მოქალაქეები, „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×